ხოშტარია: დღეს ერთ უბანზე აღმოჩნდა, რომ 1 ხმა გვეწერა და 18 აგვიღია

“თბილისში დროამ აიღო 10 243 ხმა. გადასალახად საჭიროა 12 312 ხმა. დღეს ერთ უბანზე აღმოჩნდა, რომ 1 გვეწერა და 18 აგვიღია. ანუ ამ მონაცემებით თითო უბანზე 2.6 ხმა გვაკლია.

წარმოიდგინეთ რა ადვილია თითო უბანზე ორი ბიულეტენის მოტეხვა. დროამ რომ გადალახოს, და კიდევ ერთი ადგილი დაამატო საკრებულო ოპოზიციის არის.

ჩვენ ყველა ხმისთვის ვაგრძელებთ ბრძოლას, უამრავი საჩივარი შეგვაქვს და თქვენც გაგაცნობთ ყველაფერს”.

წერს “დროას” ლიდერი და გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის წერილი ქუთაისელებს: მინდა, რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი