ხოშტარია-” ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და დავიბრუნოთ არჩევნები”

“ბიძინა ივანიშვილის ჩატარებული არჩევნები არ არის არჩევნები, ზუსტად ეს ქნა მან. მას ჰქონდა შანსი, რომ აღარ დაგვჭირვებოდა რუსთაველზე გამოსვლა, ყველა ამას ვეუბნებოდით. პარლამენტში სამი დღე ვისმენდით შეურაცხყოფას. ყველა ელოდებოდა იმას, რომ მიუხედავად ამ კრიზისული ვითარებისა, პროპორციული სისტემით მოხდება პოლიტიკური ცხოვრების ცვლილება ისევე, როგორც ხალხს უნდა. [ივანიშვილმა] ამაზე უარი თქვა. მოგვიწევს ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა, მოქალაქეებმა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ დავიბრუნოთ არჩევნები. შემდეგ ხალხმა გადაწყვიტოს ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მწვავე, პრინციპული ბრძოლით – ჩვენ ამას ვიზამთ. ”-აცხადებს ხოშტარია

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: სწორედ რუსთველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – „ოცნების“ ყველა დეპუტატი იქნება ფურთხის ღირსი