ხოშტარია არის ყველა იმ პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტია “დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას კრემლის სასარგებლოდ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, “რუსეთიდან მიღებულ თანხებზე” ინფორმაცია გაასაჯაროოს.

“ხოშტარია კვლავ მალავს თანხებს, რომლებიც მას წლების განმავლობაში ერიცხებოდა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს მერე ერიცხებოდა, ასევე, რუსეთ-უკრაინის მეორე, ახლანდელი ომის დაწყების შემდეგ. როცა ადამიანი რაღაცას მალავს, ესე იგი, აქვს დასამალი. აქ დამატებით საინტერესო ის არის, რომ ყველა იმ პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ელენე ხოშტარია. ხოშტარია არის ასევე გინეას საერთაშორისო საერთაშორისო უსაფრთხოების ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ეს არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი. რა თქმა უნდა, იკვრება რაღაც ჯაჭვი და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე ამ ჩარიცხვების შესახებ. ეს არის ჩვენი მოთხოვნაც”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკანდიდატის სტატუსზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება 99%-ით იგივე იქნება, რაც კომისიის – კობახიძე
შემდეგი სტატიაკობახიზე – რა თქმა უნდა, საქართველოში ოლიგარქები არიან: კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე – ოლიგარქები არიან იქით, აქეთ არ არის არცერთი ოლიგარქი