ხოშტარია – არავის აქვს ილუზია, რომ მხოლოდ მთავრობის გადადგომა არის დეოლიგარქიზაციის დასასრული

პარტია “დროა” მხარდაჭერას უცხადებს სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას, რომელიც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითვალისწინებს. როგორც პარტიის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, არავის აქვს ილუზია, რომ მხოლოდ მთავრობის გადადგომა არის დეოლიგარქიზაციის დასასრული. მისი თქმით, მთავრობის გადადგომას უნდა მოჰყვეს ეროვნული თანხმობით დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება.

“დეოლიგარქიზაციას სჭირდება კონკრეტული გეგმა, რომელიც გუშინ სახალხო მოძრაობისგან მოვისმინეთ და სრულ მხარდაჭერას აღვუთქვამთ. ეს არის პირველი ნიბიჯი – ხელისუფლების, მთლიანად მთავრობის გადაგდომის მოთხოვნა! ღარიბაშვილის და იმ გუნდის, რომელმაც ჩიხში შეიყავანა ჩვენი მთავრობა და ქვეყანა. რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ მხოლოდ მთავრობის გადადგომა არის დეოლიგარქიზაციის დასასრული. მთავრობის გადადგომას უნდა მოჰყვეს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ინსტრუმენტი იმ ვალდებულებების შესრულების, რომელიც ჩვენ ძალიან მკაფიოდ დაგვისახა ევროკავშირმა. ამ 12 პუნქტის ნაწილია სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა, რათა ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლიანი არჩევნები. გარედან ზეწოლა დემოკრატიისთვის, გარედან ზეწოლა ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის, ასევე ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირება, შიგნიდან კი ასეთი მწყობრი ერთიანი მოძრობა აუცილებლად მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციისკენ და ევროპული მომავლისკენ”,- აღნიშნავს ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – საბოტაჟის რეჟიმი ვიხილეთ, ქვეყნის გადარჩენასთან დაკავშირებით არავითარი მისწრაფება არ არსებობს, ოპოზიციის ნაწილის მთავარი თემაა, დაიშალოს მთავრობა, დაწესდეს სანქციები ქვეყნის წინაშე
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებულების მქონე მთავრობა გადადგებოდა, რადგან 100 ათასი ადამიანის გამოსვლა პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს