ხოშტარია: არანაირი ბოიკოტი

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა ნიკა მელიამ და ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განმარტეს, რომ “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების ანულირების მიუხედავად, ბოიკოტის დაწყებას არ აპირებენ.

ელენე ხოშტარიას განმარტებით, “ქართული ოცნების” გუშინდელი გადაწყვეტილება მათ გეგმებს 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არ ცვლის.

“მე და ნიკა და ყველა ის პარტია, რომელიც შემოერთებულია ამ კოალიციას, ვართ აბსოლუტურად პრინციპულად განწყობილი ამ ბრძოლისთვის. საერთოდ არ ვაპირებთ “ქართული ოცნების” დღის წესრიგით ყოფნას, არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა გვესმოდეს, მათი რა თქმა უნდა, გაყალბების სურვილები და ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმა და ჩვენი არჩევანიც, რომელიც არის დასავლური, მშვიდობაზე, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე მიმართული”,- თქვა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაში“არასოდეს” – ელისო ბოლქვაძის პასუხი კითხვაზე, ხომ არ ნანობს “ონცების” წევრობას
შემდეგი სტატიაკორძაია: მე პერსონალურად ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ გადავიდე ბოიკოტის რეჟიმში