ხოშტარია: ამნისტირებულ პოლიციელებს შორის ერთ-ერთი ჯალათია და ხელმომწერი ოპოზიციონერები ამას უარყოფენ

“ამნისტირებულ პოლიციელებს შორის ერთ-ერთი ჯალათია და ხელმოწერი ოპოზიციონერები ამას უარყოფენ”, – ამის შესახებ “დროას” დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ, “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“მე არ ვიცი, როგორ შეიძლება დააკნინო პანჩურის ამორტყმა, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, როგორც მინიმუმ ერთი მინიმუმ არის პოლიციელი, რომელიც დამიზნებით ესროდა მოქალაქეს. ამ გამოუძიებლობის პირბებში ჩვენ არ ვიცით, მოქალაქეს ნასროლი თვალში მოხვდა, ფეხში თუ სხეულის რომელ ნაწილში. არ შევალ ამ დისკუსიაში, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთი ეს სპეცრაზმელი არის ის ჯალათი, რომლის არსებობასაც ამნისტიაში უარყოფენ ხელმომწერი ოპოზიციონერები. მერე იმის მტკიცება შეუძლებელი იყო, რომ პოლიციელები არ იქნებიან და შემდეგ იმის მტკიცებაზე გადავიდნენ, რომ კონვენციური დანაშაული არ იქნება. ოპოზიცია ღილაკზე თითის დაჭერით თუ ამ კანონპროექტის ინიცირებით აპირებს, რომ აპატიოს პოლიციელს, რომელიც დამიზნებით ისროდა”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისამნიძე: ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, სადაც ერთ-ერთი პირველი ვალდებულება არის ამნისტია
შემდეგი სტატიაოხანაშვილი: ამნისტიის აქტი დაინიცირდება და იქნება მიღებული