15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ხოშტარია: ამ ოროსნის ჩასვლას სომხეთში, “ოცნებისთვის” 0 შედეგი ექნება

ელენე ხოშტარია ქალთა ციხიდან წერილს ავრცელებს.

“მთელი გულით და მთელი გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა. სწორი, პატრიოტული, გააზრებული მუშაობა ყოველთვის ფასდება და ფაშინიანი ამის მაგალითია.
ჩვენთვის, ამ მოცემულობაში, როდესაც რუსები გვმართავენ, სომხეთში მიმდინარე სამიტი არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება. ევროპა რეგიონშია, თან ისე მძლავრად, როგორც არასდროს. როგორც თავის დროზე ჩვენმა გარღვევამ მოიყვანა რეგიონში ევროპა, ზუსტად ასე, სომხეთს შეუძლია იკისროს ეს როლი და დაგვეხმაროს. მთავარია, ეს არის რუსეთის კრახი და ევროპის ძალა, ეს არის მშვიდობის და თავისუფლების შანსი. მთავარია, მარტო არ ვართ.
ამ ოროსნის ჩასვლას სომხეთში, ოცნებისთვის 0 შედეგი ექნება. ჯერ ერთი სომხეთია და სხვაგვარად არც იქნებოდა. მეორე – ოცნების საერთაშორისო იზოლაცია შემდგარი ფაქტია და ამ ფონზე ოროსნის ადგილი უკავია. და მესამე – თავად იდარდონ „ამ საშინელ“ ქვეყნებს რომ „ეტენება“ მათი პრემიერადწოდებული.

ცუდი დღე გაუთენდა რუსეთს”,_ წერს “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, ეს უკვე, სირცხვილია
შემდეგი სტატიაბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს თანმიმდევრული პოზიცია, რაც ეხება უკრაინის მხარდაჭერას