ხოშტარია – აბსოლუტურად უთანასწორო ბრძოლაში ამომრჩეველმა მოახერხა და დაამაარცხა ძალადობა, ზიზღი, სიბინძურე და უსამართლობა

გარდა თბილისისა, დამაჯერებლად ვიგებთ ხუთივე დიდ ქალაქში და პირდაპირ ვთქვათ, ეს არის გარდატეხა ქვეყანაში, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ელენე ხოშტარიამ თავის ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თბილისში, ამომრჩევლებმა გააკეთეს ძალიან მკაფიო არჩევანი და მათ ირწმუნეს კოალიციური მომავლით რეალური ცვლილებების, რომელსაც იმსახურებს ჩვენი ქალაქი. გარდა თბილისისა, ჩვენ დამაჯერებლად ვიგებთ ხუთივე დიდ ქალაქში და პირდაპირ ვთქვათ, ეს არის გარდატეხა ქვეყანაში. საქართველოში, აბსოლუტურად უთანასწორო ბრძოლაში, ამომრჩეველმა მოახერხა და დაამაარცხა პირველ რიგში, ძალადობა, ზიზღი, სიბინძურე და უსამართლობა – ეს არის ყველაზე მთავარი.

მე ფიზიკურადაც გავალ უბნებთან, უნდა დავიცვათ ყველა ხმა. ჩვენ ვართ კონტაქტზე ყველა ჩვენ დამკვირვებელთან, ძალიან მხნედ, პრინციპულად, მშვიდად და მტკიცედ ისინი დაიცავენ აბსოლუტურად ყველა ხმას. მე მინდა მივმართო ასევე „ქართული ოცნების“ კომისიის წევრებს და იმ ხალხს, ვის ხელშიც ახლა არის გაფორმება ამ საარჩევნო შედეგის, თქვენ არ დამარცხებულხართ, ჩვენ სულ ვამბობდით და ახლა მინდა ხაზგასმით ვთქვა, ჩვენ არ გვინდა არავისზე გამარჯვება, ჩვენ არ გვინდა არავის დამარცხება, მითუმეტეს იმ ხალხის, ვინც იძულებით მსახურებაში იყო. გვინდა მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, გვინდა საერთო ეროვნული თანხმობა, გვინდა შერიგება და მშვიდობიანად, ჩვენი ქვეყნის მშენებლობა. ამიტომ, მივიყვანოთ ბოლომდე, სამართლიანად ეს პროცესი, შერიგების და ურთიერთპატივისცემის გზით, გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაში“ამ წუთებში ვიბრძვით თქვენი ხმისთვის ბათუმის 106-ვე საარჩევნო უბანში!” -კუპრაძე
შემდეგი სტატიანინო ლაცაბიძე – ეგზიტპოლის შედეგებით ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებაა – მე ვიქნები ყველას მერი