ხოშტარია: 17 მაისს ხალხს უთხრეს გაგსრესთო, სტრასბურგმა გვითხრა – არ არიან დაუცველებიო

თვალწინ მიდგას 17 მაისს ის სახეები, თვალები, მოძრაობები, როცა სასულიერო პირები, გავეშებული უმრავლესობა და სახელმწიფო ერთად დაესხა თავს ათეულობით ადამიანს. არავის არაფერს რომ არ უშავებ და მხოლოდ არსებობის გამო სასიკვდილოდ რომ გიმეტებენ.

მე თავისუფლებაზე ვიდექი და მახსოვს საკუთარი შიშიც როცა შავი აგრესიული ტალღა წამოვიდა.

იმ მომენტში ამ ხალხს უთხრეს შენი არსებობა არ გვინდაო, მოგერევითო, გაგსრესთო. და დღეს ყველას გვითხრა სტრასბურგმა, რომ არ არიან ისინი დაუცველები, სადღაც მაინც არსებობს რაღაც ინსტიტუტი, რომელიც არ დააჩაგრინებს.

ზოგი წერს, რა ცუდია, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთო. ცუდი, რაც მოხდა ის არის, პლიუს დიახ ყველამ უნდა გავინაწილოთ პასუხისმგებლობა იმ სიველურის გამო, რომელსაც ამ ქვეყნის უმრავლესობა ახორციელებდა და მერე 5 ივლისსაც გაიმეორეს, იმიტომ, რომ ერთხელ გაუვიდათ. სიმართლე ვთქვათ, დიდი წინააღმდეგობაც არ შეხვედრიათ.

ამიტომ დიახ ძალიან მიხარია, რომ გადავიხდით ამ კომპენსაციას, ჩვენი ჯიბიდან.” -“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია FACEBOOK-ზე ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პოლიციამ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა 2013 წლის 17 მაისს აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას.

banner
წინა სტატიაშიგვენეტაძე: ეროვნული ბანკი მანამ იქნება მკაცრი პოლიტიკის მიმდევარი, სანამ ინფლაცია კვლავ არ შემცირდება
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 დეკემბრისთვის