ხოშტარაია: მათთან ურთიერთობა წარმოუდგენელია და წასვლაზე მოლაპარაკებები აუცილებელი

ბიძინა რომ მოვიდეს მოლაპარაკებებზე, არ დავსხდებით? მოლაპარაკებები რამე სასიყვარულო სცენაა? უკვე ქაღალდზე წერია, რომ არჩევნების თემაზეა და ვინც გინდა, ის დაჯდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები აუცილებელია.

„ბიძინა რომ მოვიდეს მოლაპარაკებებზე, არ დავჯდებით? მოლაპარაკებები რამე სასიყვარულო სცენაა? მათი წასვლის შესახებ ლაპარაკზეა, რიგგარეშეზე, თან წერია უკვე ქაღალდზე, რომ არჩევნების თემაზეა და ვინც გინდა ის დაჯდეს. ოღონდ ღარიბაშვილი რა მართლა პრემიერია? თუ ერთადერთი დამნაშავეა? თუ თავია ამ ყველაფრის? მათთან ურთიერთობა წარმოუდგენელია და წასვლაზე მოლაპარაკებები აუცილებელი!“, – წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიანზორ ჩუბინიძე: გამიზნული პროვოკაცია იყო და “ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ”
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: ავთენტურობის დასტურების შემთხვევაში გადადგეს ყველა პირი ვინც იქ მონაწილეობს და პასუხისგებაში მიეცეს