ხოსე კარერასი ქუთაისში ჩავიდა

ცნობილი ესპანელი შემსრულებელი ხოსე კარერასი ქუთაისში ჩაფრინდა. როგორც მომღერალმა ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა, ის მოხარულია, რომ საქართველოში ჩამოვიდა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, აქ რომ ვიმყოფები. ჩემთვის გამოწვევაა ახალი ადამიანებისა და ახალი მსმენელის გაცნობა. იმედი მაქვს, კარგ კონცერტს შევთავაზებთ და მსმენელი კმაყოფილი დარჩება”,-აღნიშნა კარერასმა.

კონცერტის სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა. თითქმის დასრულებულია სცენის მონტაჟი.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია, თუმცა თავად შემსრულებლის მოთხოვნით სცენის წინ განთავსდება 900 სკამი, სადაც მხოლოდ კულტურის სფეროს წარმომადგენლები და შშმ პირები დასხდებიან. მოსაწვევბი ასევე იმერეთის რაიონებს გაეგზავნა.

ხოსე კარერასი მეორედ ეწვია საქართველოს, ამჯერად პროექტ Check in Georgia -ს ფარგლებში.

ამ ტურით მომღერალი კარიერას დაასრულებს.

კონცერტი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე (ლადო მესხიშვილის თეატრის წინ) 19:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქეებს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული დოკუმენტი გაყალბებულია – “ალფა-ბანკი”