ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩვენ ვხედავთ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას

ჩვენ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას ვხედავთ, – ამის შესახებ ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გორდან გრლიჩ-რადმანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

ხორვატიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცახდებით, ევროპულ სამეზობლოში სტაბილურობა მათთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას ვხედავთ. ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია სტაბილურობა და მშვიდობა ევროპულ სამეზობლოში. ჩვენ დღეს შევხვდით ზოგიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვებსაც შევხვდებით, ჩვენს ინტერესშია მათი მხარდაჭერა“, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაისინი, ვინც წლები ითხოვდით სააკაშვილის სასამართლოზე წარდგენას, სად გაქრით?! – ხუხაშვილი