ხორვატიის ჩრდილო-დასავლეთ ისტრიის რეგიონში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Hina პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ამ დროისთვის მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.
მედიის ინფორმაციით, მცირე ზომის თვითმფრინავი გერმანიიდან ხორვატიის მიმართულებით მიფრინავდა.
ადგილობრივმა პილოტმა, ნიჯაზ დელიჩმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი „ჰაერში სპირალურად შემობრუნდა და მიწას შეეჯახა“
















