26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო- სეს-მა ბიზნესოპერატორი დააჯარიმა და საწარმოო პროცესი დროებით შეუჩერა

ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო დაბა ჩაქვში – ინფორმციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე.

ამასთანავე, საწარმოო პროცესში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას. ბიზნესოპერატორი (ი/მ ა. დ.) დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშილევან ჟორჟოლიანი: გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი და ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებული იქნება წარმოდგენილი
შემდეგი სტატიაბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია