“ხორცის საჩეხი დანა მხარში ჩავარტყი…პურის საჭრელი დანა 5-6-ჯერ ჩავარტყი ზურგში” – რას ჰყვება შვილის მკვლელობაში ბრალდებული 82 წლის მამა?!

გორში შვილის მკვლელობისთვის დაკავებული 82 წლის კაცი დანაშაულის ჩადენის ღამის დეტალებს ჰყვება.

გორის პოლიციის განყოფილებაში გაკეთებული ფარული ჩანაწერი „ტვ პირველმა“ გაავრცელა.

„მკვლელობის დღეს სახლში ვიყავი. დილით ეზოში გავედი, აღარ მინდოდა სახლში მისვლა, რადგან ჩემი შვილი ნასვამი და აგრესიული იყო. ძალიან რომ შემცივდა სახლში დავბრუნდი. ჩემი შვილი საკვებს ამზადებდა, ჩემს დანახვაზე გახდა აგრესიული, დამიწყო გინება, მეუბნებოდა თუ რატომ არ იყო საჭმელი მზად. მე ხმას არ ვცემდი, წავედი ჩემს საძინებელ ოთახში, ის შემოვიდა და დამიწყო ისევ გინება და შეურაცხყოფა“, – განაცხადა ბრალდებულმა.

მოხუცის თქმით, შეურაცხყოფისა და ტერორის ატანა აღარ შეეძლო და მკვლელობაც ამიტომ ჩაიდინა.

„აღარ შემეძლო მაგის ტერორი, დიდი დანა მქონდა, ხორცის საჩეხი დანა, მზარეული კაცი ვარ და მჭირდება, ეს რომ დაინახა შევატყვე, რომ შეეშინდა, ერთხელ ჩავარტყი მხარში ეს დანა. წაიქცა და ერთი-ორჯერ კიდევ შემაგინა, პურის საჭრელი დანა იდო მაგიდაზე, ავიღე და 5-6-ჯერ ჩავარტყი ზურგში“, – აცხადებს ბრალდებული კ.მ.

შეგახსენებთ, გორში მამამ 47 წლის შვილი დაჭრა, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის  საახალწლო შეთავაზებები
შემდეგი სტატიასაქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი – რას ამბობენ ევროკომისიაში?!