საქართველოში ხორცის მაღალი ფასი ძირითადად ქვეყანაში არსებულ დეფიციტს უკავშირდება. როგორც ახალგაზრდა ფერმერი, ამირან ქიმაძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აღნიშნავს, ბაზარზე შექმნილი ვითარება ჯაჭვური რეაქციის შედეგია.
“მთავარი პრობლემა დეფიციტია. საქონლის დიდი ნაწილი ცოცხალი მასის სახით გადის საზღვარგარეთ. ფერმერებს ძალიან ძვირად გვიწევს ხბორების შეძენა. ამას ემატება საწვავისა და საკვების გაძვირება. ეს ჯაჭვური რეაქციაა. მესმის, რომ ბევრს ხორცის ყიდვა უჭირს, რაც სამწუხაროა”,_ ამბობს ქიმაძე.
















