ხორცის კონცერნმა ჰაკერებს 11 მილიონი დოლარი გადაუხადა

მსოფლიოში ხორცის უდიდესმა მწარმოებელმა, ბრაზილიურმა კონცერნმა JBS კიბერშეტევის შემდეგ ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 11 მილიონი დოლარი გადაუხადა.

“ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო ჩვენი კომპანიისთვის. თუმცაღა, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი კლიენტებისთვის ნებისმიერი პოტენციური რისკის თავიდან ასარიდებლად ასე უნდა გაგვეკეთებინა” – ნათქვამია კომპანიის გენერალური დირექტორის ანდრე ნოგეირის განცხადებაში, რომელიც 9 ივნისს არის გამოქვეყნებული – “დოიჩე ველე” წერს.

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო თვლის, რომ კიბერშეტევის უკან დგას რუსულ ჰაკერულ ჯგუფ REvil-თან კონტაქტში მყოფი ჯგუფი, რომელთა პროგრამა-გამომძალველები ცნობილია, როგორც Sodinokibi.

მაისის ბოლოს ლონდონის ანალიტიკურმა ჯგუფმა Elliptic გაავრცელა, რომ ჰაკერულმა დაჯგუფება DarkSide რამდენიმე მსხვერპლისგან მინიმუმ 90 მილიონი დოლარი მიიღო გამოსასყიდის სახით.

banner
წინა სტატიაშიხონსკი, გიბონა, ტყვლიპე -ქურდული სამყაროს წევრობისთვის 13 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაპუტინისა და ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში აგარაკ ლა გრანჟში გაიმართება