სკანდალური ფაქტი გამოავლინა სამარაში ადგილობრივმა ბლოგერმა, რომელმაც სარიტუალო სახლში, ჩვეულებრივი მარკეტების მაცივრებში გაყინული მიცვალებულები გადაიღო. მისი კადრებიდან და ნაამბობიდან ჩანს, რომ მიცვალებული, ერთმანეთზე დაწყობილი ხანდაზმული მამაკაცები ჩვეულებრივ მაცივრებში იყვნენ გაყინული, შუაში კი მუყაო ჰქონდათ დაფენილი. რასაკვირველია, სარიტუალო სახლს არ დავიწყებია, მიცვალებულთა ოჯახის წევრებისთვის მომსახურების სრული საფასური გადაეხდევინებინა.
"ხორცი"; "ნაყინი" – რუსეთში მიცვალებულებს ჩვეულებრივ, მარკეტების მაცივრებში ინახავდნენ pic.twitter.com/a6OKCb9R1J
— timer.ge (@timerge) July 13, 2023