ხორბლის გაძვირების გამო მთავრობა ფქვილის ფასის სუბსიდირებას 15 ლარამდე ზრდის

საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში“ ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა.

როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული გაზრდილი სუბსიდია 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით რეალიზებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებისას იმოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.

banner
წინა სტატიაშიკაპანაძე: მივმართავ ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ შედეგი, რომელიც სტრასბურგმა დააყენა, იქნას გამოყენებული სხვა ფორუმებზე
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების შემსუბუქებას ორივე ხელით მივესალმები