ხორავას ქუჩის საქმეზე მოწმეები იკითხებიან

საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარემ ის ორი არასრულწლოვანი მოწმე გამოიძახა, რომლებიც მომხდარის უშუალო მომსწრე და მონაწილეები არიან. ორივე მოწმე 51– ე სკოლის მოსაწავლეა. ერთ–ერთი მათგანი საკრებულოში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის თარაშ შურღაიას შვილია, მეორე კი ის მოზარდია, რომელიც ჩხუბამდე დაპირისპირებული მხარეების შერიგებას შეეცადა. იგი ორივე მხარის ნაცნობი აღმოჩნდა და მოუწოდა თანატოლებს კონფლიქტი არ გაემწვავებინათ. როგორც ცნობილია ხორავას ქუჩის 4 ნომერში სწორედ ის იდგა დაპირისპირებულ მხარეებს შორის როცა სიტყვიერი გარჩევა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
საქალაქო სასამართლოში დარბაზების უკმარისობის გამო სხდომა უზენაესი სასამართლოს შენობაში იმართება.

banner
წინა სტატიაშიბათუმის პორტში მოშიმშილეებიდან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატია„მიხედეთ ამ ხალხს, უკიდურესი სიღარიბის გამო, სიცოცხლით რომ რისკავენ“