ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულს კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს, მკვლელობის დაფარვასაც ედავებიან. საქმე ეხება 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის დაფარვას.

ადვოკატის განმარტებით, უპრეცედენტო შემთხვევაა, ადამიანს იმ დანაშაულის დაფარვაზე წაუყენონ ბრალი, რომლის ჩადენისთვისაც ის მსჯავრდებულია. ამ ეპიზოდზე სასამართლო სხდომები 2017 წლის შემდეგ არ გამართულა. მსჯელობა დღეს იწყება, პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული. უფლებადამცველი ისევ პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს.

“მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს, ფაქტობრივად ამ საქმეს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, მაგრამ მისი გაღვიძება გამოწვეულია პოლიტიკურ არენაზე გიორგი გახარიას გამოსვლის გამო. გამოძიებამ ვერაფერი ახალი ვერ მოიპოვა, გარდა 2017 წლის პირველ დეკემბერს მიცემული გუგა ბარბაქაძის ჩვენებისა. აქაც ამ ჩვენების გასამყარებლად სჭირდებათ ზეწოლა განახორციელონ კალანდიაზე, შესაძლოა შესთავაზონ საპროცესო შეთანხმება, რაიმე მათთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, მაგრამ კალანდიამ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა”,- თქვა ზურა თოდუამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგანმეორებითი მიწისძვრა ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან
შემდეგი სტატიასამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი