ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე – საგამოძიებო კომისია ინციდენტში მონაწილე მოზარდების გამოკითვას აგრძელებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის, საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს კვლავ არასრულწლოვანების გამოკითხვით გრძელდება. ისინი სავარაუდოდ 51-ე სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებმაც გამოძიებას ჩვენება უკვე მისცეს. მოზარდებთან შეხვედრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ისევ ფსიქოლოგების მონაწილეობით შედგება.

“დღესაც ფსიქოლოგების დახმარებით ჩვენ გამოვკითხვათ არასრულწლოვანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ინციდენტში. მათგან მიღებულ ინფორმაციას შევადარებთ იმ ჩვენებებს, რომლებიც მათ აქვთ მიცემული გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის. რეალურად კომისია ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება თავის გეგმას. არ დარჩება არც ერთი შეკითხვა, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა ამ საქმესთან დაკავშირებით,“-განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა არჩილ თალაკვაძემ.

არასრულწლოვანების გამოკითხვის პროცესი დახურულ ფორმატში წარიმართება.

„ძალიან მნიშვნელოვანია მათგან ინფორმაციის მოსმენა. რა თქმა უნდა ეს არის დახურული პროცესი მათი უფლებებიდან გამომდინარე და ძალიან სამწუხაროა, რომ თვეების განმავლობაში მათი უფლებები ამ ძალიან მტკივნეულ პროცესში მუდმივად ირღვეოდა,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

გუშინ, კომისიის გაფართოებულ ფორმატში სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების ახსნა-განმარტება მოისმინეს. კიდევ ერთი ექსპერტის გამოკითხვა 17 ივლისს იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიშსს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის შესახებ მიღებულ შეტყობინებებზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიავერ ვხედავთ პერსპექტივას, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა და ძალა, გაატარონ რეფორმები – რატიანი მინისტრობის კანდიდატებზე