ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი დაიკითხება

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 17, 2018 11:20

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი დაიკითხება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი დაიკითხება.

სხდომა საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული. დაიკითხება ის არასრულწლოვანი, რომელიც 2017 წლის პირველ დეკემბერს შემთხვევიდან მალევე დააკავეს.

მას ბრალად ედება ორი არასრულწლოვნის ჯგუფურად განზრახ მკვლელობა. აქამდე საქმის არც ერთი ბრალდებული სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა.

შეგახსენებთ, წინა სხდომაზე დასრულდა პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა, რის შემდეგაც იწყება უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.

გარდა ამისა, დღეს საქართველოში ბრუნდებიან ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც დაცვის მხარემ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად მოიწვია. ისინი ექსპერტიზას ჩაუტარებენ საქმეში არსებულ ნივთიერ მტკიცებულებებს. როგორც ადვოკატები აცხადებენ, სწორედ ბრიტანელი ექსპერტების ექსპერტიზით დადგინდება, მკვლელობის რამდენი იარაღი ფიგურირებდა საქმეში.

პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, ამოღებულია ორი იარაღი, თუმცა საქმის ადვოკატები ამ ინფორმაციას არ ეთანხმებიან.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 17, 2018 11:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,029
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics