ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დასკვნა სასამართლო პროცესზე განიხილეს

ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიაზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვა დღის ბოლოს სასამართლომ განიხილა. პროცესზე დაიკითხნენ კვლევის ავტორები, რომლებმაც მტკიცებულებებზე, მათ შორის დანებსა და ტანსაცმელზე ჩატარებული გამოკვლევების შესახებ დეტალურად ისაუბრეს. ერთ-ერთი გარდაცვლილის, დავით სარალიძის მამას მიაჩნია, რომ დასკვნა არაობიექტურია და არგუმენტად ექსპერტების მიერ დაშვებული შეცდომა დაასახელა. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე დასკვნის ავტორებმა ბოდიში მოიხადეს, რადგან ოფიციალურ დოკუმენტებში ეწერათ, რომ 13-ის ნაცვლად მოზარდს 11-იჭრილობა აღენიშნებოდა. პროკურორი კი ირწმუნება, რომ ეს იყო მექანიკური შეცდომა და ექსპერტიზის დაკვნა ობიექტურია. ამ ვერსიას ენდობა კიდევ ერთი გარდაცვლილის, ლევან დადუნაშვილის ოჯახი.

banner
წინა სტატიაშიგადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს – საია
შემდეგი სტატიადანიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს