ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მირზა სუბელიანი დააკავეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

ამავე საქმეზე შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით 8 ივნისს მერაბ მორჩაძე დააკავა. აღნიშნული მუხლი მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს.

​ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძისგანზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/1422809037821091/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიავარია გომბორზე – ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 21 პაციენტია მოთავსებული
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძის პირველი კომენტარი მირზა სუბელიანის დაკავების შემდეგ