ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმეზე პირველი არსებითი სხდომა იმართება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 24, 2019 12:03

ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმეზე პირველი არსებითი სხდომა იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებული მიხეილ კალანდიაც ესწრება. ადვოკატი ანა კოტეტიშვილი აცხადებს, რომ დღეს ბრალდების მხარე თავის შესავალ სიტყვას წარადგენს.

„მოსამართლე კონკრეტულად გვეტყვის, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით აპირებს წარდგენილი ბრალის დადასტურებას, ხოლო დაცვის მხარე ალტერნატივის სახით წარვადგენთ შესავალ სიტყვას, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ იმ გარემოებებზე, რატომ უნდა მიიღოს სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი. ასევე, ვაპირებთ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობის ხელახლა დაყენებას. რაც შეეხება დაცვის ძლიერ არგუმენტებს, არის ის, რომ საქმეში არ არსებობს არც წერილობითი მტკიცებულებები, არც ნივთიერი მტკიცებულებები, რომელიც წარდგენილი ბრალის დადასტურებაში ბრალდების მხარეს გამოადგება. არც მოწმეთა ჩვენებები არ არის საკმარისი მტკიცებულება და საკმარისი კომპონენტი იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალის დადასტურება მოხდეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს“, – განაცხადა კოტეტიშვილმა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 24, 2019 12:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics