ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოსწავლეც გარდაიცვალა

ვერაზე გუშინ მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი მეორე მოსწავლე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მას სამი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, სამედიცინო პერსონალმა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად 51-ე სკოლის ორი მოზარდი დაიჭრა, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა, მეორეს კი რამდენიმე ქირურგიული ცარევა ცაუტარდა, მას ძირითადი ორგანოები ჰქონდა დაზიანებული.

banner
წინა სტატიაშიდაჭრილი მოსწავლისთვის სისხლის ბანკი პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს
შემდეგი სტატიავერაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია- შსს განცხადებას ავრცელებს