ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე – დღეს მანდატურები დაიკითხებიან

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს 51-ე სკოლის მანდატურების დაკითხვით განახლდება.

დაიკითხებიან ბრალდების სხვა მოწმეებიც, თუმცა მათი ვინაობა ჯერ უცნობია. დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის შუამდგომლობის გარეშე ჩაივლის. ადვოკატები ბრალდების მხრიდან ექსპერტიზის ჩატარების გაჭიანურების შესახებ საუბრობენ. ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პირველ დეკემბერს მოკლეს.

“მანდატურთან ძალიან ბევრი კითხვა გვექნება, რა მოხდა იმ დღეს, სკოლაში საერთოდ რა ხდებოდა. ჩვენ ექსპერტიზას ვერ ჩავატარებთ, თუ არ გადმოგვეცემა ნივთიერი მტკიცებულება, ჩემი ვარაუდია, რომ შესაძლოა, ხელოვნურადაც ჭიანურდებოდეს ეს, რომ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდეს“-აცხადებს ეკატერინე მაჭარაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დღეს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა
შემდეგი სტატიადოდო გუგეშაშვილი დღეს შვილის დაკრძალვას დაესწრება