ყოფნა არყოფნის საკითხი დგას, გენოციდის შეწყვეტის საკითხი დგას – სააკაშვილი

საქართველოს მესამე მესამე პრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე ჩართვის დროს მიმართვა გააკეთა.

“ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები. თუ ამ არჩევნებში არ მოხდა ხელისუფლების შეცვლა, ჩვენ ავტომატურად მივიღებთ იმას, რომ ის თაობა, რომელიც პირველად აძლევს ხმას, შეიძლება მათთვის ეს იყოს ბოლო არჩევნები და არასოდეს აღარ იყოს არც საქართველო, აღარც თავისუფალი არჩევნები. ყოფნა არყოფნის საკითხი დგას, გენოციდის შეწყვეტის საკითხი დგას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით აქტიურები, ჩვენ აუცილებლად ბედის ბორბალს დავატრიალებთ წაღმა და ჩვენ ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოზე. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს და ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთ ეს” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინს მხოლოდ ერთი რამის, სამართლიანობის ეშინია – ზელენსკი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – საქართველო არის ისეთი მანქანა, რომელსაც საჭესთან უზის ადამიანი, რომელიც მიაქანებს უფსკრულისკენ და გადაჩეხავს