8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

ყოფით ნიადაგზე დაწყებული ჩხუბი მკვლელობით დასრულდა – შსს-ს განცხადება

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მცხეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი – 1987 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდა 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, ა.ბ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: ამიტომ ხედავდა პატრიარქი ჩვენ დაცვას ერთობაში
შემდეგი სტატიამართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის გამომცდელი დააკავეს, 3 თანამშრომელი კი დაითხოვეს