3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა

 ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი – რომელიც ამჟამად ყულევში მომუშავე „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ დაიბარეს.

სუსი ადასტურებს ინფორმაციას რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება.

“ჩვეულებრივ მიწევს ხოლმე საქმის გამო ვიზიტები. თითქმის ყოველ კვირას და ახლაც დაგეგმილი ვიზიტი მქონდა. კვირის ბოლოს ვბრუნდები, შემდეგ კვირას ისევ მიწევს წასვლა… რეალური ინფორმაცია ესაა”, – უთხრა ყოფილმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გამოცემა bm.ge-ს ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: ილუზიაა, რომ მხოლოდ ერთმანეთს უსწორდებიან ასე გამეტებით-შემდეგი სამიზნე ხალხია
შემდეგი სტატიაქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი: უარვყოფთ დეზინფორმაციას, თითქოს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი წყვეტს სტრატეგიულ პარტნიორობას