ყოფილმა პოლიციელმა მამის საფლავზე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე

ამ დილით ზუგდიდში, მამის საფლავზე იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა 1982 წელს დაბადებულმა ყოფილმა პოლიციელმა არჩილ მარშანიამ. თვითმკვლელობის მიზეზი და მოტივი უცნობია. ახალგაზრდა მამაკაცი იძულებით გადაადგილებული პირი გახლდათ, ადრე მუშაობდა წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში, ცხოვრობდა ზუგდიდის კომბინატის დევნილთა დასახლებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშითერჯოლაში სპორტსასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმა მის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა