ყოფილი შვედი მინისტრი სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებაზე

შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კარლ ბილდტმა ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებაზე “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე კომენტარი გააკეთა. “სააკაშვილისთვის მისი ერთადერთი მოქალაქეობის ჩამორთმევა მისი სამოქალაქო უფლებების დარღვევა იყო. მისი ქვეყნიდან ძალით გაძევება – უარესი” – დაწერა ყოფილმა მინისტრმა.

მეორე ტვიტში კი, რომელიც ბილდტმა ერთ-ერთ უკრაინელ მომხმარებელს კომენტარად დაუწერა, მან გაიხსენა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილს მოქალაქეობა საჯაროდ მიანიჭა, შემდეგ მათ ურთიერთობა გაწყვიტეს, რაც სააკაშვილის უფლებების დარღვევის ტოლფასი არ უნდა გამხდარიყო.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არარაობა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის გატაცების ახალი ვიდეოკადრები ვრცელდება