ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენარალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, დღეს 17:00 საათზე გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივა.
ვახტან გომელაური ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.