“ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური არხის ხელმძღვანელის გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ევროპულ გზაზე”- რასა იუკნევიჩიენე

“ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური არხის ხელმძღვანელის გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ევროპულ გზაზე” – ამის შესახებ, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საუბრობს. ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წევრებს, “მიჰყვნენ ევროპულ გზას”.

ორშაბათს, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი დემონსტრაციით, თბილისიდან სიგნალი გამოგვიგზავნეს ქართველებმა, რომ ისინი მზად არიან, ევროპულ გზას გაყვნენ. მე მათ ვეუბნები – ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, ქართველებო. სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა რათა ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის უფრო მისაღები არ ყოფილიყო. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ელიტას, როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, იპოვეთ ძალა, რომ მიჰყვეთ ევროპულ გზას. ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური არხის ხელმძღვანელის ციხიდან გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ევროპულ გზაზე, – ამბობს რასა იუკნევიჩიენე.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები მზად იყვნენ შეხვედროდნენ პრემიერ ღარიბაშვილს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – რეალურად რეკომენდაცია არის მიცემული, ანუ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, ესენი გამოდიან და ელაპარაკებიან ხალხს, რომ „ფანჯარა“, რა „ფანჯარა გაიღო“, რა ფანჯარაზე მელაპარაკებით, ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ხალხო, ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა