,,ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ ისმენდა ჩემს რჩევებს”

ექსპრემიერმა ირაკლი ღაირბაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილზე ისაუბრა “რადიო თავისუფლებისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ პროექტ „ ინტერVIEW“ -ში. ივანიშვილის თქმით, ის მითითებებს არ აძლევდა არც ღარიბაშვილს და არც კვირიკაშვილთან აქვს ადგილი მისი მხრინდა პრემიერის საქმიანობაში ჩარევას.
,,ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ ისმენდა ჩემს რჩევებს ხშირად , დღევანდელი პრემიერ მინისტრი კიდევ უფრო პრინციპულია და უფრო მეტი გამოცდილება აქვს საკუთარი მოღვაწეობით. მენეჯმენტის და სხვადასხვა დარგის განათლება გააჩნია. ნურავის ექნება იმის ეჭვი რომ ვურეკავ კვირიკაშვილს და მითითებებს ვაძლევ, ამას არ ვაკეთებდი არც ღარიბაშვილის დროს. ნუ უჯერებთ რასაც ნაციონალური მოძრაობა ამბობს. ის რომ დამირეკოს და რჩევა მკითხოს, ეს არაა სახიფათო. ან შეიძლება იშვიათად შეხვედრა მთხოვოს. მე არ მაქვს არანაირი ბერკეტი. გარდა ეკონომიკის მინისტრისა, მასთან უფრო ხშირად მიწევს შეხვედრა ერთი მიზეზით მხოლოდ , რომ ყველაზე მეტად ვცდილობ ეკონომიკას დავეხმარო , რადგან ყველაზე კარდგად ეს მიმართულება ვიცი არცერთ მინისტრთან არანაირი შეხება არ მაქვს.

მე მქონდა მონაწილეობა მიღებული მაგრამ არა ის რომ ჯარით და პოლიციით. მე ვაძლევდი რჩევას, რომელიც გაითვალისწინეს. ღარიბაშვილს ქონდა კონსულტაციები ჩემთან“ – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“გარწმუნებთ, გადაწყვეტილებებს მხოლოდ კვირიკაშვილი იღებს”
შემდეგი სტატია“პირველივე წერილში განვსაზღვრე, რა დროით მოვიდოდი და როდის წავიდოდი”