ყოფილი მინისტრი ინგა შამილიშვილი მისი თანამდებობიდან გადაყენებას Facebook-ზე გამოეხმაურა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ინგა შამილიშვილი მისი თანამდებობიდან გადაყენებას Facebook-ზე გამოეხმაურა.

შამილაშვილი წერს, რომ თანამდებობის დაკარგვით არაფერი მთავრდება და გულშემატკივრებს მოკითხვისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

მისივე თქმით, რუსულ იარლიყთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებას არ აპირებს.

“დრო ყველაფერს მიუჩენს შესაფერ ადგილს. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ჩვენი კეთილი საქმეები კი დარჩება ნათელ მაგალითად იმ უმთავრესი ფასეულობების ერთგულებისა, რასაც ჩემი და თქვენი სამშობლოს ნათელი მომავალისთვის ზრუნვა, უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენა ჰქვია. რაც შეეხება ოპონენტთა დისკრედიტირების ყბადაღებულ და დღეს უკვე ლამის კლიშედ ქცეულ “ჩრდილოთუმეს” იარლიყს, ამაზე კომენტარს არც კი გავაკეთებ. ან კი მტკიცებას რა ძალა აქვს? დაე, კვლავ ჩემი ღირებულებები ჩემმა საქმეებმა გამოაჩინოს”,- წერს ინგა შამილაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდავით გარეჯში დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციას გიდებიც შეუერთდებიან
შემდეგი სტატიამზად ვარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესში ჩავერთო