26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მისი ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ დაზარალებულის ოჯახის წევრთან გაავრცელა.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგის სასამართლოში მზია ამაღლობელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საჩივარი წარადგინა
შემდეგი სტატიაორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება