ყოფილი ცოლისა და მისი ნათესავების, მათ შორის 8 თვის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის ინფორმაციით, ახალქალაქში, ყოფილი ცოლისა და მისი ნათესავების, მათ შორის 8 თვის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 7 დეკემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მეუღლეს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო 11 დეკემბერს მოკვლის განზრახვით, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლის დედ-მამას, მეუღლის დას, მეუღლის ძმის ცოლს და ამ უკანასკნელის მცირეწლოვან შვილს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულთა სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 11 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არაერთგზის), 111,19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის ორი წევრის მიმართ, არაერთგზის), 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სამი პირის მიმართ, მათ შორის დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკერესელიძე: მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, დაჩქარებული წესით მოხდეს კანონპროექტის განხილვა, რადგან საკრებულოებმა ღია კენჭისყრით შეძლონ თანამდებობის პირების არჩევა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე ომიკრონზე: ვირუსს ვერ იჭერს საზღვრები