ყოფილი აღსაზრდელის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში მასზე სექსუალურად იძალადეს

ყოფილი აღსაზრდელი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში მასზე სექსუალურად იძალადეს

ფორმულას ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ჰყვება, რომ პანსიონში მასზე სექსუალურად იძალადეს.

“დირექტორმა გამგზავნა, უნდა მეთქვა, რომ წყალი გაეცხელებინათ. რომ არავინ არ დამხვდა, მოვტრიალდი უკან. გაჩუმდიო, ასე მითხრა, არ ილაპარაკოო, თორემ რაც მოგივა, შენს თავს დააბრალეო. კი [ სექსუალურად იძალადა] ვერ გამოვექეცი, ფეხები გამიკოჭა. […] 1-2 თვის მანძილზე არავის ვეკონტაქტებოდი და სკოლასაც ვაცდენდი. [აღმზრდელებს] სულ ფეხებზე ეკიდათ ყველაფერი. 1 წელი [ვმალავდი] შემეშინდა, მეგონა, თუ ამას დავმალავდი, არაფერს არ დამიშვებდნენ. იმის შიშიც მქონდა, ჩემი ნათესავები ამას თუ გაიგებდნენ, რა რეაქცია ექნებოდათ ჩემზე. საერთოდ არ ვიცოდი, როგორ მეთქვა ჩემი ნათესავებისთვის და დღემდე არ იციან, რომ ეს ამბავი მოხდა”, – ამბობს ის.

როგორც ფორმულას რესპონდენტი ამბობს, სავარაუდო მოძალადე მას პანსიონის დატოვების შემდეგ შეტყობინებებს უგზავნიდა და უთვალთვალებდა.

“მაღაზიაში მივდიოდი, მაღაზიასთა დავინახე, იქ იდგა და გამოვტრიალდი. შემდეგ, ისევ დავაპირე მაღაზიაში წასვლა, დამხვდა 2 კაცი და გავიქეცი. დამედევნა ის 2 კაცი, შემომაბრუნეს და მუცელში დანა დამარტყა. ოპერაცია როდესაც გამიკეთეს, მის მერე მომწერა, როგორ გამოგფატრა ჩემმა კაცმაო”, – ამბობს ის.

ფორმულას ინფორმაციით, მოზარდმა მათ სავარაუდო მოძალადესთან მიმოწერის ფოტოები გაუგზავნა, საიდანაც ირკვევა, კაცმა ნინოწმინდის პანსიონში სექსუალურად სხვა არასრულწლოვნებზეც იძალადა.

banner
წინა სტატიაშილომჯარია: განჩინებით, საფრთხე ზოგადი მდგომარეობაა, არ შეიძლება აღიქვან მხოლოდ შშმ-ებისთვის
შემდეგი სტატიამამა ზაზა ნინოწმინდაზე: მადლობა ღმერთს, რომ სასამართლოს დადგენილება მოვისმინე