ყოფილ პოლიციელს, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს, რომელსაც კასპში 2 პირი მძევლად ჰყავდა აყვანილი, ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, დანაშაულის ჩადენის დროს თუ როგორი იყო გიორგი მენაბდიშვილის ფსიქიკური მდგომარეობა.

“ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულმა სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, მძევლად ხელში ჩაიგდო ორი პირი და უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. გიორგი მენაბდიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროკურატურამ გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა”, – აღნიშნულია განცხადებაშია.

 

 

 

banner
წინა სტატიაში“ოცნების“ დაშლასა და დაპირისპირებებზე საუბარი ის პიარმიმართულებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი მიჰყვება”
შემდეგი სტატიამკვლელის გვარის წარმომადგენელი მოკლულის დაკრძალვაზე მივიდა