ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა

ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქმე კლუბ “ელ ცენტროში” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტს ეხება, თუმცა თორდია ამ ეტაპზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს.

რაც შეეხება ინციდენტს, მაშინ თორდია აცხადებდა, რომ მას თავს ფარცხალაძე და კიდევ რამდენიმე პირი დაესხა. მოგვიანებით გავრცელდა ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც . კადრებზე ჩანს, როგორ ურტყამს ფარცხალაძე თორდიას.

თორდიამ თავდასხმა მის სამსახურეობრივ საქმიანობას დაუკავშირა. კერძოდ, აუდიტის სამსახური იმ პერიოდში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ფაქტს სწავლობდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ჯერ კიდევ გასული წლის მაისში დაიწყო.

აღნიშნული მუხლით გათვალისინებული დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შომას ან თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთას.

banner
წინა სტატიაშიმასკმა ლოს-ანჯელესის გვირაბში გაისეირნა და თქვა, რომ მას ერთ თვეში გახსნის (ვიდეო)
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა „პროფესიული განათლების კვირეულის“ მონაწილეებს მიღებაზე უმასპინძლა