ხონში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

ხონში „თიბისი ბანკის“ ცენტრალური ფილიალის მიმდებარე ტერიტორიიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.უცნობმა პირებმა აპარატი გვიან ღამით წაიღეს. დაუდგენელია წაღებული თანხის ოდენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე ხონის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია ექსპერტიზები.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი უკრაინის რადას თავჯდომარეს და საპრეზიდენტო კანდიდატებს შეხვდა
შემდეგი სტატიასასამართლო არ უნდა იყოს ოჯახური ბიზნესი – ბესელია უმრავლესობის წევრებს