ხონში, სასაფლაოს ზედამხედველების ხელფასებში მომვლელებზე 7-ჯერ მეტი იხარჯება – “ფლანგვის დეტექტორი”

არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ხონში, სასაფლაოების მოვლა-პანტრონობის უზრუნველსაყოფად ა(ა)იპ სასაფლაო მეურნეობის მართვის სამსახური არსებობს, რომელიც 2017-2021 წლებში ბიუჯეტიდან 687 600 ლარით დაფინანსდა. ამ თანხიდან 554 040 ლარი მხოლოდ ხელფასებში დაიხარჯა.

ორგანიზაციის ცნობით, სასაფლაო მეურნეობის სამსახურის 25 თანამშრომლიდან მხოლოდ 9 უვლის საფლავებს, ზედამხედველების ხელფასებში კი 7-ჯერ მეტი იხარჯება.

“ყოველთვიურად თანამშრომელთა ანაზღაურებაზე 9,620 ლარი იხარჯება, მათგან საფლავების მომვლელებზე მხოლოდ 1,350 ლარი.

სამსახურს ჰყავს 2 მთავარი სპეციალისტი, 5 უფროსი სპეციალისტი, 2 წამყვანი სპეციალისტი, ორიც უბრალოდ – სპეციალისტი”, – ნათქვამია “ფლანგვის დეტექტორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითიბისისა და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმო ამოქმედდა
შემდეგი სტატიასოფელ ფერიაში მეწყერმა სამი სახლი დააზიანა-დაშავდა ერთი ადამიანი