ხონში ავარიისას დაშავებული მესამე პირიც გარდაიცვალა

ხონში 2 იანვარს მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. 2 ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. მესამე კი დღეს საავადმყოფოში. ახალგაზრდები სოფელ კუხის მაცხოვრებლები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითთ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი, ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავებმა პარლამენტის შენობის წინ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს
შემდეგი სტატიაინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტის პროექტზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს