ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი დაწესებულებიდან რამდენიმე პატიმრის გაქცევის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ბაკურაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაწესებულებიდან რამდენიმე პატიმარი გაიქცა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმ პაციენტთაგან, ვისაც არ აქვს სტაციონარის დატოვების უფლება სპეციალური გადაწყვეტილების გარეშე, მათ შორის არიან იძულებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტები და მსჯავრდებულები, არავის სტაციონარი არ დაუტოვებია.

რაც შეეხება ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფ, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ მოქალაქე- პაციენტებს, მათ ყოველთვის აქვთ უფლება მოვიდნენ, განაცხადონ ინფორმირებული თანხმობა მკურნალობაზე და ასევე მათი ნებაა, შეწყვიტონ მკურნალობა და წავიდნენ. დღეს ასეთი 20 პაციენტი გაეწერა კლინიკიდან“, – განაცხადა გოჩა ბაკურაძემ.

რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციით, ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან წუხელ რამდენიმე პატიმარი გაიქცა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს და ივანიშვილს – მე თქვენი არ მეშინია, მე მართალი ვარ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე მოსახლეობას შეხვდა და ჩუღურეთისმაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა