ხონის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტის დარიგება დაიწყო

ხონის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტის დარიგება დაიწყო.

აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირსა და პატარა ჯიხაიშში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებს თავისი ინიციატივითა და საკუთარი სახსრებით დახმარება გაუწია. მან თითოეულ ოჯახს 160 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად პირადად მიუტანა და ჯანმრთელობა უსურვა.

“ეს არის რთულ მდგომარეობაში გვერდით დგომის საუკეთესო მაგალითი. დასაფასებელი და იმედის მომცემია მსგავსი ინიციატივები. ერთად და ერთმანეთის დახმარებით ბევრად მარტივია არსებული სიტუაციიდან გამოსვლა.
ახლა სწორედ ის დროა, როცა ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით. მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და ასეთ რთულ სიტუაციაში ყველა ერთად, კეთილი ადამიანების დახმარებით ყველაფერს შევძლებთ. მადლობა ბატონ გოჩას გამოჩენილი გულისხმიერებისთვის. ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის გვერდით დგომის საუკეთესო მაგალითი“, – განაცხადა ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 170-მდე 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანი ცხოვრობს. ყველა მათგანისთვის მერია კვირის ბოლოს საკვებ პროდუქტს შეიძენს, რასაც მოხალისეთა გუნდის წევრები მათ სახლებში მიუტანენ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რვა პაციენტიდან მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა კორონავირუსი
შემდეგი სტატიაჭიათურის მერმა სავაჭრო ქსელის წარმომადგენლები გააფრთხილა