“ხომ ვიცოდი რაც იქნებოდა, მაინც მოლოდინს გადააჭარბა” – გია თევდორაძე ბიძინა ივანიშვილის წერილზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, წერილში ივანიშვილმა კვლავ ე.წ სისხლიან 9 წელზე ისაუბრა, თუმცა მას მომავლის გეგმებზე არ უსაუბრია.

“ხომ ვიცოდი რაც იქნებოდა, მაინც მოლოდინს გადააჭარბა. არანაირი მომავლის ხედვა, არანაირი სინანული ხალხის იმედგაცრუების გამო, არანაირი თანაგრძნობა უკიდურეს სიდუხჭირეში ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებს. მხოლოდ ბრიყვული თავმომწონება, თვალებში ნაცრის შეყრა, გესლი, შუღლი და ტრადიციული “სისხლიანი 9 წელი”! თუ ახლაც გაუვა, მეტის ღირსნი ვყოფილვართ,” – აცხადებს გია თევდორაძე.

შეგახსენებთ, ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი დღეს გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში შესაძლოა, რიგგარეშე სხდომები გაიმართოს
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: ბიძინას ჩართულობას აღარ ექნება იმხელა ეფექტი, როგორც 2012 წელს