“ხომ არ შეიძლება დღეში რამდენჯერმე გააკეთოს პრეზიდენტმა განცხადებები”

ხომ არ შეიძლება დღეში რამდენჯერმე გააკეთოს პრეზიდენტმა განცხადებები – ეს განცხადება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ, რუსთაველის გამზირიდან პრეზიდენტის უკომენტაროდ წასვლის შესახებ საუბრისას გააკეთა.

ლაშა ჟვანიას განცხადებით, არ იცის რატომ დატოვა პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირი უკომენტაროდ. ჟვანია ჟურნალისტებს ურჩევს საკითხზე პრეზიდენტის პრესსპიკერს მიმართონ.

„ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესცენტრს დაუკავშირდით უფრო უკეთეს პასუხს გაგცემთ ამასთან დაკავშირებით. ვერ გეტყვით რატომ არ მოხდა კომენტარის გაკეთება ან რატომ აკეთებს ხოლმე კომენტარს პრეზიდენტი,”-აცხადებს ჟვანია.

კითხვაზე სწორია თუ არა, როდესაც 9 აპრილის მემორიალთან ტრაგედიასთან დაკავშირებით პრეზიდენტი კომენტარს არ აკეთებს, ჟვანია ამბობს:

“დღეს საღამოს მიღებაზე გამოვა პრეზიდენტი სიტყვით და იქ გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლება დღეში რამდენჯერმე გააკეთოს პრეზიდენტმა განცხადებები. ალბათ არ იყო დაგეგმილი, ალბათ კომუნიკაცია არ გივარგათ პრეზიდენტის პრესცენტრთან,“-განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებს გაექცა. სალომე ზურაბიშვიილმა განცხადება არც 9 აპრილთან დაკავშირებით და არც უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრების განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიფოთში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
შემდეგი სტატიაქუთაისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს