ხომ არ გავცვალოთ ადგილები? – ღარიბაშვილის რეპლიკა სასამართლოზე, ჟურნალისტების მიმართ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. სხდომას ესწრება ყოფილი პრემიერიც. მას პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის სასამართლოს შენობაში ცენტრალური შესასვლელის ნაცვლად, გვერდითა შესასვლელიდან შეიყვანეს.

ის სხდომათა დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს მიესალმა და შემდეგი რეპლიკით მიმართა: „ხომ არ გავცვალოთ ადგილები?“

დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ამასთან, უწყება ღარიბაშვილის მიმართ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც მოითხოვს, მათ შორის, საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას.

აღნიშნულ შუამდგომლობას გირაოს ნაწილში დაცვის მხარე დაეთანხმება, რაც შეეხება დანარჩენ შემზღუდავ ღონისძიებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია სასამართლოზე გაჟღერდება.

banner
წინა სტატიაშიFBI-მ არალეგალური გემბლინგისთვის NBA-ს ვარსკვლავები და მაფიის წევრები დააკავა
შემდეგი სტატია9 გრამი “ალფა პვპ”-დან თერჯოლაში 4 შეკვრა ლოკაციებზე განათავსა, 27 შეკვრას ინახავდა – დაკავებულია ერთი პირი